ჩვენ შესახებ

კომპანია ტრანსპორტერი 2015 წლიდან სპეციალური აღჭურვილობების ლიდერი იმპორტიორია საქართველოში. კომპანიის პორტფელი რამდენიმე მიმართულებისგან შედგება და გამოირჩევა მსოფლიოში წამყვანი ბრენდების წარმომადგენლობებით. ტრანპოსრტერის გუნდი ორიენტირებულაი საქართველოს ბაზარზე წარმოადგინოს მსოფლიოს ლიდერი ბრენდები და მომხმარებელს მიაწოდოს ხარისხიანი მომსახურება. ჩვენი ერთ-ერთი პარტნიორია კომპანია Husqvarna.
შვედური კომპანია Husqvarna დაარსდა 1689 წელს. 2013 წელს გერმანული წარმოების Gardena-სთან ერთად Husqvarna წარმოადგენს ჰოლდინგს, რომელიც აერთიანებს შემდეგ ბრენდებს Husqvarna, Gardena, McCulloch და Diamant Boart.
კომპანია პროდუქციის ფართო სპექტრით გამოოირჩევა - წარმოადგენს მსოფლიო ლიდერს ისეთი სფეროებისათვის, როგორიცაა გაზონის საჭრელი მანქანები, ბაღის ტრაქტორები, ხერხები, ტრიმერები; ევროპის ლიდერია სარწყავ სისტემებში და მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი საჭრელი აღჭურვილობისა და ალმასის იარაღის წარმოებაში მშენებლობისა და ქვის ინდუსტრიისათვის.
მრავალი წლის მანძილზე Husqvarna Group-ში გაერთიანებული ბრენდების წარმოება მიმდინარეობდა პროფესიონალ მომხმარებელთან მჭიდრო თანამშრომლობით, რამაც განაპირობა ბრენდის საიმედოება, ეფექტურობა და მომხმარებლის მკაცრი მოთხოვნების სრული დაკმაყოფილება.